16:56 | 2020-04-02 ავტორი: ლიზი მეტრეველი

საზღვარზე ბავშვს წამართმევენ, დამეხმარეთ! – თურქეთში მყოფი ქართველი ქალი დახმარებას ითხოვს

31 წლის ემიგრანტი თეონა ბერაძე დახმარებას ითხოვს. თურქეთში მყოფ ქალს 3 წლის შვილი ჰყავს, რომელსაც საბუთები არ აქვს, სწორედ ამიტომ შვილს საზღვარზე ვერ გადმოიყვანს.

 

5 შვილის დედა სამშობლოში დაბრუნებისთვის იბრძვის. მისი ამბავი მძიმეა. 3 წლის შვილთან ერთად იმ ფაბრიკის კიბის ქვეშ ცხოვრობს, სადაც 3 თვე მუშაობდა.

 

კორონავირუსისგან გამოწვეულმა პრობლემებმა ფაბრიკამდეც მიაღწია და დაიხურა. ქალი ამბობს, რომ მალე ქუჩაში აღმოჩნდება.

 

თეონამ შვილი თურქეთში უსახსრობის გამო, სახლში გააჩინა. მოგვიანებით, მას დამხმარე ქალი ჰყავდა, რომელმაც ქმართან ერთად, ბავშვს მშობლის ნებართვის გარეშე, ყალბი საბუთი გაუკეთა. ამ მიზეზით, თეონას შვილთან განშორება მოუწია მანამ, სანამ ადვოკატების დახმარებით ბავშვი არ დაიბრუნა.

 

თეონა ბერიძე აღნიშნავს, რომ საქართველოში კიდევ 4 შვილი ელოდება. ის სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს.

 

„ბავშვი ჰაერშია, არანაირი საბუთი არ აქვს, გარდა დეენემის ანალიზისა, უარესიც. ყალბი საბუთი აქვს, სადაც ირანელი კაცი მამად უწერია.

 

რა ვქნა შვილებთან დაბრუნება მინდა, არ მინდა ფარხმალი დავყარო. მეტი რაღა უნდა ნახოს ადამიანმა? ფაბრიკაში კიბის ქვეშ ვცხოვრობთ, ვმუშაობდი ჩემთან ერთად მყავდა ბავშვი, სამი თვეა რაც მუშაობა დავიწყე, კორონავირუსის გამო ფაბრიკა დაიხურა, ქუჩაში ვრჩები.

 

ბავშვის გამო ერთი კვირა მომცეს. შემდეგ სად უნდა წავიდე არვიცი. საზღვარზე არ გამომატარებენ, ბავშვს წამართმევენ, დამეხმარეთ“ – აღნიშნავს თეონა ბერაძე.

 

 

ავტორი: ლიზი მეტრეველი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X