21:53 | 2020-04-29 ავტორი: ირაკლი გოგვაძე

სავსებით რეალურია, რომ COVID-19-ით მოსახლეობის გაცილებით დიდი ნაწილი იყოს ინფიცირებული – თენგიზ ცერცვაძე

სავსებით რეალურია, რომ COVID-19-ით მოსახლეობის გაცილებით დიდი ნაწილი იყოს ინფიცირებული – თენგიზ ცერცვაძე

„მოსახლეობის ის ვარაუდი, რომ შესაძლოა ​იდენტიფიცირებულებზე დიდი ნაწილი იყოს ინფიცირებული, ეს სავსებით რეალურია“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „ტვ-პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

თენგიზ ცერცვაძე ასევე ამბობს, რომ დიდი რაოდენობით ინფიცირების შემთხვევაში, გარდაცვლილთა პროცენტული მაჩვენებელი დაბლა დაიწევს.

 

„ყველა ქვეყანაში დადასტურებულ შემთხვევების გარდა არსებობს დაუდასტურებელი შემთხვევების რაღაც რაოდენობა, მათ შორის სავარაუდოდ საქართველოშიც.

 

ვინც ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა არ იყოს ღირებული, მათ მინდა ვთხოვო ყურადღება მიაქციონ ერთ რაღაცას.

 

თუ საქართველოში რეალურად ინფიცირებულების რიცხვი მეტია, მათ შორის უსიმპტომოების, ან მცირე სიმპტომიანების ხარჯზე, ან თუნდაც სიმტომებიანების ხარჯზე, რომელიც არ არის გამოვლენილი, მარტივი მისახვედრია, რომ გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი უფრო დაბლა დაიწევს და არანაირად არ წავა მაღლა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები