00:06 | 2021-07-28 ავტორი: Prime Time

ვერც სასწრაფო და ვერც კლინიკები მოსალოდნელ ტალღას ვერ გაუმკლავდება, „საველე“ ბრძოლისთვის მოვემზადოთ! – ირაკლი გამყრელიძე

ვერც სასწრაფო და ვერც კლინიკები მოსალოდნელ ტალღას ვერ გაუმკლავდება, „საველე“ ბრძოლისთვის მოვემზადოთ! – ირაკლი გამყრელიძე

„ვერც სასწრაფო და ვერც კლინიკები მოსალოდნელ ტალღას ვერ გაუმკლავდება“ – საქართველოში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ პოსტს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პედიატრიული ქირურგიის ცენტრ Kids Co-ს დირექტორი ირაკლი გამყრელიძე აქვეყნებს.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი კოლეგებსა და მედპერსონალს მობილიზებისკენ და „საველე“ ბრძოლისთვის მომზადებისკენ მოუწოდებს.


 

 

ეს საინტერესოა: 8 კვირა ეძლევა ყველა მედპერსონალს, რომ აცრის პროცესი დაასრულოს, აუცრელები დათხოვნილი იქნებიან სისტემიდან – ზურაბ გურული

 

„მივმართავ სამედიცინო საზოგადოებას, ყველას ვისაც თეთრი ხალათი აცვია, ან თუნდაც ადრე გეცვათ და ახლა თაროზე გაქვთ შემოდებული… მოემზადეთ! იმეცადინეთ! დაორგანიზდით მცირე ჯგუფებად! ქალაქის უბნების, სახლების დონეზე… მალე აქაურობისთვის არავის გვეცლება, ჩვენ კოლეგებს და სამწუხაროდ სისტემასაც უნდა დავეხმაროთ და “საველე” ბრძოლისთვის მოვემზადოთ. ვერც სასწრაფო და ვერც კლინიკები მოსალოდნელ ტალღას ვერ გაუმკლავდება, სისტემას მართვის მეტი დონე სჭირდება…“, – წერს ირაკლი გამყრელიძე.

 

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!