fbpx
18:14 | 2020-09-11 ავტორი: თეონა ყაჭიური

თეონა ცხომელიძე ინფიცირების სავარაუდო წყაროდ თაკო ჩარკვიანს ასახელებს – პირველი კომენტარი

თეონა ცხომელიძე ინფიცირების სავარაუდო წყაროდ თაკო ჩარკვიანს ასახელებს – პირველი კომენტარი

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე ამბობს, რომ მისი სავარაუდო ინფიცირების წყარო თაკო ჩარკვიანია, თუმცა ეს ეპიდემიოლოგებმა უნდა დაადგინონ. ამის შესახებ მან „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა.

 

როგორც ჟურნალისტი ამბობს, ახლა იგი ყველაზე მეტად იმათზე ნერვიულობს, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა.

 

„დღეს დამიდასტურდა კორონავირუსი, მაქვს ტემპერატურა. სხვა სიმპტომი არ მაქვს. ტემპერატურა დამეწყო გუშინ და გუშინვე გავიკეთე ტესტი ვიმყოფები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ჩემი ინფიცირება მოხდა სავარაუდოდ თაკო ჩარკვიანისგან, რომელიც იყო ჩემი სტუმარი, თუმცა ამას დაადგენენ ეპიდემიოლოგები.

 

სამწუხაროდ, ბევრი კონტაქტი მქონდა სამსახურში და ოჯახის წევრებთან. ყველაზე მეტად მათზე ვნერვიულობ,  რომლებიც შეიძლება ჩემგან დაინფიცირდნენ“,- ამბობს თეონა ცხომელიძე.

 

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის თანამშრომელს, თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. როგორც ტელეკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, ტელევიზიაში ყველა საჭირო პროცედურა გატრარდება. ამ ფაქტი გამო დღეს „ღამის კურიერი“ ეთერში არ გავა. 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X