fbpx
19:18 | 2020-06-07 ავტორი: ალექსი ქამადაძე

სავალუტო ჯიხურების დაკეტვა უგუნურება იყო – რომან გოცირიძე 

სავალუტო ჯიხურების დაკეტვა უგუნურება იყო – რომან გოცირიძე 

საქართველოში ხვალიდან შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი იწყება. მათ შორის, ორთვიანი პაუზის შემდეგ მუშაობას განაახლებენ სავალუტო ჯიხურები, ყველა ტიპის რესტორნები და აუზების ნაწილი.

 

სავალუტო ჯიხურების გახსნას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო თავმჯდომარე რომან გოცირიძე. გოცირიძე ამბობს, რომ ჯიხურების დახურვა თავიდანვე „უგუნურება“ იყო.

 

„ხვალ ვალუტის გადამცვლელი პუნქტები იხსნება. გარდა იმისა, რომ მოსახერხებელია და ათასობით ადამიანს ასაქმებენ, სერიოზულ კონკურენციას უწევენ კომერციულ ბანკებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ მათი ბრუნვა ბანკებთან შედარებით მიზერულია, მაინც იძულებული გახადეს ისინი მათი გაცვლის კურსისთვის გაეწიათ ანგარიში.

 

ხვალ რესტორნები იხსნება - როგორ უნდა მოხვდეთ სასურველ ადგილას
2020-06-07ხვალ რესტორნები იხსნება - როგორ უნდა მოხვდეთ სასურველ ადგილას

 

გარდა საკუთარი „ტრადიციული” კლიენტებისა, ბანკის კლიენტებიც „ქუჩაში” ახურდავებდნენ ( ახურდავებენ) ფულს.

 

ნაცვლად იმისა, რომ ბანკშივე მოახდინონ ფულის კონვერტირება, გამოაქვთ ნაღდი ფული და ჯიხურებში უკეთესი კურსით ყიდულობენ სასურველ ვალუტას.

 

ამის თავიდან ასაცილებლად მსხვილმა ბანკებმა შემოიღეს პარალელური, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან მაქსიმალურად მიახლოებული კურსით კონვერტირება,

 

თუ ეს მოხდება ინტერნეტით ან მობილურით. ამან შეამცირა ბანკებიდან ნაღდი ფულის გადინება, მაგრამ ჯიხურების კურსი მაინც უკეთესია და ბევრი მაინც იქ ამჯობინებს გადაცვლას.

 

კონკურენცია ისეთ მექანიზმებზეა აგებული, რომ თაგვსაც შეუძლია სპილოს შეშინება. სპილო დიდია და მოუქნელი, ეს კი პატარა და მკვირცხლი.

 

ამათი დაკეტვა კი უგუნურება იყო. დატოვეს ათასობით ადამიანი უმუშევრად.

 

სავალუტო პუნქტებს კი ვურჩევ, ხვალ „ძალიან კარგი” კურსით გახსნან სეზონი და ჭკუა ასწავლონ ბანკებს. არ იქნება ადვილი შემობრუნება,

 

მით უმეტეს მაშინ, როცა არც „ტურისტული” ვალუტაა ქვეყანაში, არც იმდენი გადმორიცხვები და ხალხმაც მაქსიმალურად შეზღუდა ხარჯვა უფულობისა და ეკონომიის გამო“, – წერს რომან გოცირიძე „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

X