17:28 | 2020-05-03 ავტორი: Prime Time

საუნივერსიტეტო კლინიკის ექთანი, რომელსაც COVID-19 დაუდგინდა, 27 აპრილს კახეთში იმყოფებოდა

დღეს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი მერვე საავადმყოფო) გამოვლენილი, კორონავირუსით დაინფიცირებული ექთნის ერთ-ერთი კონტაქტი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მცხოვრები მამაკაცია.

 

მამაკაცი დაინფიცირებული პირის მეუღლეა, რომელთანაც ექთანი 27 აპრილს, პროდუქტის ჩასატანად იმყოფებოდა.

 

ქალბატონს კონტაქტი მხოლოდ მეუღლესთან ჰქონდა, თავად მამაკაცს კი, ნუკრიანში მცხოვრებ სამ პირთან.

 

სიღნაღის საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილების ინფორმაციით, ოთხივე პირი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X