13:05 | 2020-04-03 ავტორი: ალექსი ქამადაძე

საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ 5 ახალშობილია მოთავსებული – ლევან რატიანი მათ მდგომარეობაზე

საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ 5 ახალშობილია მოთავსებული – ლევან რატიანი მათ მდგომარეობაზე

საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ხუთი ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანიმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

რატიანის თქმით, უარყოფითი პასუხი გამოვლინდა იმ ახალშობილთან, რომელთან კორონავირუსზე ეჭვი არსებობდა.

 

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ხუთი ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია, ერთ ახალშობილთან, რომელთანაც ეჭვი გვქონდა COVID ინფექციაზე, მოვიდა უარყოფითი პასუხი.

 

მეანგინეკოლოგიურ სამსახურში გვყავს ორი ორსული. ერთი არის 22 კვირის და მეორე არის 8 კვირის ორსული. 22 კვირის ორსული შემოყვანილია რამდენიმე დღის წინ. ქალბატონთან ყოველდღიურად ტარდება მონიტორიგი. ამ ეტაპამდე, არც ნაყოფს და არც დედას პათოლოგია არ უვლინდებათ.

 

რაც შეეხება გუშინ შემოყვანილ ქალბატონს, რომელიც არის 8 კვირის ორსული, 19 წლის არის, ტემპერატურა ფიქსირდება 37 ან 37,4 გრადუსი. ხორციელდება სიმპტომური მკურნალობა. ამ ეტაპამდე გართულებას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა რატიანმა.

 

ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 148-ს შეადგენს. 

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები