19:39 | 2020-06-11 ავტორი: მარი ჯაფარიძე

საწყალი ჯეინი: მეძავი და ლეგენდა

საწყალი ჯეინი: მეძავი და ლეგენდა

ველური ბილი ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული (და საკამათო) პერსონაჟია ამერიკის ისტორიაში. მის შესახებ ხალხურ თქმულებაში კიდევ ერთი პერსონაჟია – ღარიბი ჯეინი, პროფესიონალი სკაუტი, ინდიელთა მიმართ უმოწყალო და თეთრკანიან ობოლთა შემწე.

 

ასეთი ქალი ნამდვილად არსებობდა, მაგრამ ებრძოდა თუ არა ის ინდოელებს, საკითხავია  ისევე, როგორც მისი ურთიერთობა ბილთან.

 

 

ქალი იარაღით

 

XIX საუკუნის 90-იან წლებში ბაფალო ბილის 1 ველური დასავლეთის შოუ“ ძალიან პოპულარული გახდა.

 

შოუს ერთ-ერთი ვარსკვლავი 40 წლის ქალი იყო – ის ოსტატურად ისროდა მიზანში, როდესაც მისი ცხენი არენაზე გიჟივით მიქროდა.

 

წარმოდგენის შემდეგ, აუდიტორიასთან შეხვედრის დროს, ჯეინს უყვარდა საუბარი და ათობით საოცარი ისტორიის თხრობა, თუ მას კარგი ვისკით უმასპინძლდებოდნენ. ის ახალგაზრდობიდანვე იყო ვისკიზე დამოკიდებული.

 

ჯეინის მონათხრობის თანახმად, მისი სრული სახელი იყო მარტა ჯეინ კანარი, მეტსახელად ღარიბი, რომელიც იმ კაპიტანმა შეარქვა, რომელიც ინდოელებთან ბრძოლის დროს გადაარჩინა.

 

 

ასევე მოსწონდა ლაპარაკი უოლტ ბილიზე ქორწინების შესახებ, რომელთანაც ქალიშვილი შეეძინა.

 

თუმცა, ვერც ქალიშვილისა და ვერც რაიმე საბუთის წარმოდგენა შეძლო იმ ადამიანზე, რომელიც ბილ ჰიკოკის სახელით იყო ცნობილი.

 

კაპიტანი კროუფორდი, იმავე ომების ვეტერანი, ინტერვიუში ამბობდა, რომ ჯეინი არასოდეს  მონაწილეობდა ბრძოლებში, თუმცა ის ჯარისკაცებს შორის კარგად იყო ცნობილი გარკვეული სახის გულუხვობის გამო.

 

Buffalo Bill-ის შოუში, ჯეინმა ნამდვილად დაადასტურა, რომ გამოცდილი ცხენოსანი და მსროლელი იყო. ამ ჩვევებს ვერ შეიძენდა „გარკვეული სახის გულუხვობით“.

 

ცნობილია ეპიზოდი, როდესაც ჯეინს გენერალ კროკის მნიშვნელოვანი საბუთების  გადაცემა დაევალა. მან შეასრულა დავალება იმის მიუხედავად, რომ ცივი მდინარე გადალახა და სველმა იქროლა მაქსიმალური სიჩქარით, რის შემდეგაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ავად იყო.

 

საწყლები კარგი ცხოვრების გამო არ ხდებიან. ის ფაქტი, რომ ჯეინი ახალგაზრდობაში „გულუხვობას ავლენდა“ ფულის სანაცვლოდ, ეჭვგარეშეა. ცამეტი წლისა დაობლდა.

 

 

ღარიბული ფერმიდან წაიყვანა 6 და-ძმა და მათზე ზრუნავდა. ასრულებდა ნებისმიერ სამუშაოს: რეცხავდა ჭურჭელს, მუშაობდა მზარეულად, დამლაგებლად, ძიძად, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მომვლელად და არც თუ ისე ღირსეული ცეკვების მოცეკვავედ – წინდების ჩვენებით.

 

როდესაც უმცროსი ძმაც ფეხზე წამოაყენა და მუშაობა დააწყებინა, ჯეინი უკვე გაგიჟებული იყო ამგვარი ცხოვრებით და გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი დაესრულებინა.

 

მან მატარებლის ბილეთი აიღო და დასავლეთისკენ გაეშურა.

 

ახალგაზრდა, ლამაზი, ცოცხალი, შავგვრემანი, მხიარული გოგონას ადგილი გამოიძებნა კასტერის არმიაში, სადაც ბრძოლებს შორის ვისკი მდინარეებად მოდიოდა, ლამაზი და მოქნილი გოგონასთვის ყველა მზად იყო, ლამაზი საჩუქარი გაეკეთებინა ან გადაეხადა ღირსეულად.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჯეინი საჩუქრებისთვის მამაკაცებს ნებდებოდა, მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ცხოვრების წესს მისდევდა, განსხვავებით სალონებში მომუშავე მეძავებისგან. მას სადღაც შეძენილი სამხედრო ფორმა ეცვა და შეიარაღებული დადიოდა.

 

ამასთან, ოფიციალურად იგი ითვლებოდა სკაუტად (სკაუტი). მართალია, ეს არ იყო არმიის წოდება, მაგრამ უშუალოდ იყო დაკავშირებული სამსახურთან.

 

სავარაუდოდ, სკაუტები არ მიიღებდნენ მონაწილეობას ბრძოლებში, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მათ უნდა შეძლებოდათ სროლა, მყისიერი რეაგირება სიტუაციაზე და სამოქალაქო პირების დაცვა.

 

არსებობს ლეგენდა, რომ ჯეინს უნდა მოეგერიებინა ინდიელების ან მძარცველების თავდასხმა, დილიჟანის მგზავრებზე.

მის თვალწინ დილიჟანის მძღოლი  მოკლეს,  ჯეინი კი თავისი ცხენიდან მის ადგილზე გადახტა, რომ  სადავეები ხელთ ეგდო და სამშვიდობოს გაეყვანა დილიჟანი.

 

 

ჯერჯერობით უცნობია, რატომ დატოვა ჯეინმა შოუ-ბიზნესი. ზოგი მის ალკოჰოლიზმს აბრალებს, რაც კარგი ცხოვრებიდან არ დამართნია, სხვები ამბობდნენ, რომ ორმოცდაათ წელს გადაშორებული ქალი ნაკლებად საინტერესო იყო  მნახველისთვის.

 

ცნობილია, რომ ახალგაზრდობაში ჯეინი მართავდა ტავერნას და იყო დაქორწინებული მამაკაცზე, გვარად ბურკეზე, რომელთანაც განქორწინდა ქალიშვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე.

 

მას შემდეგ, რაც ჯეინს აღარ შეეძლო შოუში მონაწილეობა, წავიდა ველური დასავლეთის კიდევ ერთ ლეგენდასთან, ბორდელის მეპატრონე დორასთან, რომელსაც კარგად იცნობდა.

 

დორამ ის თეთრეულის მრეცხავად აიყვანა, რაც ქვრივი ქალების ბედისწერად ითვლებოდა. ჯეინი ურეცხავდა მეძავებს და სვამდა საყვარელ ვისკის. ის გარდაიცვალა მატარებელში, 51 წლის ასაკში.

 

როდესაც შეამოწმეს მისი ნივთები, საინტერესო ვერაფერი აღმოაჩინეს, გარდა ქალიშვილისთვის მიწერილი წერილებისა და ანდერძისა.

 

ანდერძში იყო მოთხოვნა, რომ ჯეინი დაკრძალულიყო ველური ბილის მახლობლად. საერთო ნაცნობებმა ბევრი იფიქრეს და … დაკრძალეს.

 

მათ განმარტეს, რომ ეს იყო ხუმრობა და საწყალ ჯეინს საერთო არაფერი ჰქონდა ბილთან, მაგრამ ფაქტია, რომ არც ერთ ქალს ასე დაჟინებით არ მოუთხოვია ბილ ჰიკოკის გვერდით დასაფლავება.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენატარი - +

X