fbpx
15:54 | 2020-12-24 ავტორი: Prime Time

საჭიროა თქვენთვის ჩვეული მკაცრი გადამწყვეტი პოზიციის დაფიქსირება – ხუნდაძემ გახარიას მცხეთის პრობლემის მოგვარება სთხოვა

საჭიროა თქვენთვის ჩვეული მკაცრი გადამწყვეტი პოზიციის დაფიქსირება – ხუნდაძემ გახარიას მცხეთის პრობლემის მოგვარება სთხოვა

„ჩემი საუბრის თემა ეხება ისევ და ისევ ძველ პრობლემას, რომელიც გარკვეულ უხერხულობას მიქმნის – მცხეთის მორატორიუმს, რომელიც მძიმე მდგომარეობაში აყენებს ქალაქს და იქ მცხოვრებ ადამიანებს. ქალაქი 2015 წლის შემდეგ არის დაბოქლომებული. მთავრობის დღევანდელი არცერთი წარმომადგენელი არ იყო მაშინ ხელისუფლებაში.

 

იმ პერიოდში ეს საკითხი იმდენად გაფუჭდა, რომ დღემდე მისი მოგვარება, მიუხედავად ძალიან დიდი მცდელობისა, ჭირს, მაგრამ ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს“, – განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

ბეჟან წაქაძე მინისტრობის კანდიდატებს: უფალი იყოს თითოეული თქვენთაგანის მფარველი
2020-12-24ბეჟან წაქაძე მინისტრობის კანდიდატებს: უფალი იყოს თითოეული თქვენთაგანის მფარველი

 

მისი თქმით, მიუხედავად უამრავი მცდელობისა, ეს პრობლემა ისევ დგას დღის წესრიგში.

 

„ყველა ვცდილობთ ამას, მაგრამ მცდელობას ექნება ფასი მაშინ, როცა ეს საკითხი იქნება ამოწურული და მოგვარებული.

 

„გახარია საკუთარი გუნდს ზურგს არ აქცევს“- ექპერტები აფასებენ, რატომ თქვა უარი „ოცნებამ“ მინისტრთა კაბინეტის განახლებაზე
2020-12-24„გახარია საკუთარი გუნდს ზურგს არ აქცევს“- ექპერტები აფასებენ, რატომ თქვა უარი „ოცნებამ“ მინისტრთა კაბინეტის განახლებაზე

 

ქალაქი ვერ ვითარდება, მცხოვრებლების საკუთრების უფლება დარღვეულია, ქონება გაუფასურებულია პერსპექტივის არქონის გამო, საბანკო ურთიერთობებში მოქალაქეები ვერ შედიან (ეს კიდევ უფრო მძიმდება პანდემიის ფონზე), სოციალური პრობლემები ყოველდღიურად უფასურდება. მინდა გთხოვოთ, რომ ეს პრობლემა გავითავისოთ.

 

ალბათ, საჭირო იქნება თქვენთვის ჩვეული მკაცრი გადამწყვეტი პოზიციის დაფიქსირება, თქვენი ჩართულობა და არა მხოლოდ თქვენი, ჩვენც, რა თქმა უნდა, მზად ვართ ამისთვის“, – მიმართა დიმიტრი ხუნდაძემ პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას.

 

დღეს პარლამენტში მთავრობის დამტკიცების სხდომა მიმდინარეობს. პარლამენტში პრემიერმინისტრობის კანდიდატს უსმენენ. ოფიციალურად პარლამენტმა მუშაობა 11 დეკემბერს დაიწყო.

 

ამის პარალელურად, ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარ მანდატებზე უარი თქვეს. 23 დეკემბერს გაირკვა, რომ პარლამენტში ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი შედის.

ავტორი: Prime Time
X