fbpx
22:08 | 2020-10-09 ავტორი: თამთა თორდია

სათანადოდ მივიჩნიეთ გაგვეფრთხილებინა საზოგადოება! – რა განცხადებას ავრცელებს ჰუჯაბის ეპარქია

სათანადოდ მივიჩნიეთ გაგვეფრთხილებინა საზოგადოება! – რა განცხადებას ავრცელებს ჰუჯაბის ეპარქია

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოსა და წერეთელში ადგილობრივების ნაწილმა, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგი ჯამდელიანის გადაყენებასთან დაკავშირებით, ხელმოწერები შეაგროვა და საპატრიარქოში მიიტანა, ამის მიზეზად ისინი, „ქართული ოცნების“ წევრზე, თემურ შუბითიძეზე ოთხი პირის მიერ ძალადობას ასახელებენ.

 

დღესვე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში, მეუფე გიორგი ჯამდელიანმა, საეპისკოპოსო რეზიდენციაში, სამღვდელოების საეპარქიო კრება ჩაატარა, სხვადასხვა საკითხებთან ერთად კრებაზე ერთ ერთი აღნიშნული თემა განიხილეს.

 

„პრაიმტაიმი“ ​მის დაწერილ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

 

„კრებამ ერთხმად განაცხადა, რომ ბევრს სურს არეულობა შემოიტანოს და საეკლესიო წესრიგი დაარღვიოს, მტრული და ცილისმწამებლური ბრალდებით გამოდიან ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსის წინააღმდეგ;

 

მათ მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ: ჩრდილი მიაყენონ მის სახელს და მშვიდობიან მრევლში შფოთი შეიტანონ. გამომდინარე აქედან სათანადოდ მივიჩნიეთ გაგვეფრთხილებინა საზოგადოება, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია ეპარქიის მმართველი მღვდელთმთავრის წინააღმდეგ, რომელშიც სამწუხაროდ ჩართულნი არიან ადგილობრივი მმართველი გუნდის – პარტია “ქართული ოცნების” წევრები.

 

მათ ადგილობრივი მოსახლეობა შეგნებულად შეჰყავთ შეცდომაში,ცილს სწამებენ ეპისკოპოსს თითქოს პარტია “ქართული ოცნების” წევრის თ.შ-ს მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა მეუფის დავალებით,რაც არის მტკნარი სიცრუე,უმძიმესი ბრალდება და ცილისწამება!ისინი დადიან მოსახლეობაში, ცდილობენ ხელმოწერების შეგროვებას მეუფის წინააღმდეგ – მისი ეპარქიიდან გაწვევის მოტივით.ეს გახლავთ გაგრძელება იმ პოლიტიკისა და გეგმისა,რომელიც მავანთ მიზნად აქვთ დასახული,კერძოდ სხვა და სხვა ცილისმწამებლური კამპანიით მეუფის ეპარქიიდან ჩამოშორება.

 

დაე, საზოგადოებამ განსაჯოს ასეთ რეგიონში ეკლესიაზე იერიშის მიტანა ვის წისქვილზე ასხამს წყალს და რას ემსახურება! მოსახლეობას მოვუწოდებთ არ აყვნენ არსებულ პროვოკაციას და შეინარჩუნონ სიმშვიდე. რაც შესხება იმ პირებს,რომელნიც ცილისმწამებლურ კამპანიაში არიან ჩართულნი შევაგონებთ,რომ შეინანონ,რადგან დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდება ანუ ცილისწამება კანონიკური სამართლის მიხედვით ექვემდებარება საეკლესიო სასჯელს“,- წერია ჰუჯაბის ფეისბუქ გვერდზე.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმი“ ესაუბრა მარნეულის ქართული ოცნების კომპეტენტურ პირებს, მათი თქმით მეუფის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება მოსახლეობის სურვილი და ინიციატივაა.

 

„ეს საკითხი არის სრულიად აპოლიტიკური თემა, ამაში „ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია, უბრალოდ ადგილობრივების გადაწყვეტილებაა და მათი სურვილიც.“,- განაცხადეს პარტია „ქართულ ოცნებაში“.

 

ავტორი: მარიამ ქველაძე

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X