11:21 | 2020-05-25 ავტორი: თამარ ბუჩუკური

სათამაშო ბიზნესის ბრუნვა საქართველოს ბიუჯეტს აჭარბებს ?!

სათამაშო ბიზნესის ბრუნვა საქართველოს ბიუჯეტს აჭარბებს ?!

„პრაიმტაიმს“არასამთავრობო ორგანიზაციის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ და მოძრაობა „ხალხისთვის“დამფუძნებელმა თამარ ჯაფარიძემ შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ დოკუმენტზე ესაუბრა.

 

თამარ ჯაფარიძის ინფორმაციით, სათამაშო ბიზნესის ბიუჯეტი 18 მილიარდს აღწევს. ხოლო ამ ობიექტების მოგება თვის განმავლობაში 1.5 მილიარდი ლარია.

 

„2019 წლის ერთი თვის საანგარიშო მონაცემი, სადაც ყველა სათამაშო ობიექტი შედის 1.5 მილიარდ ლარს აღემატება. აქედან, დარიცხული ფსონების მოგების გადასახადი 105. 5 მილიონი ლარია.

 

ამ მონაცემებზე დაყრდნობით,სათამაშო ბიზნესში წლიურმა თანხამ 18 მილიარდამდე მიაღწია. ეს წარმოუდგენლად უზარმაზარი თანხა ჰაერში გასროლილია. ქვეყნის ბიუჯეტსაც კი აღემატება.

 

საშემოსავლო გადასახადი დღგ-ს სახით, 2019 წელს 6 მილიონ 347 621 ლარია, საიდანაც წლიური გადასახადის 20 პროცენტი დღგ-ს გადამხდელ სათამაშო დაწესებულებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან უბრუნდებათ.

 

სათამაშო დაწესებულების გახსნის ნებართვის მოსაკრებელი გასულ წელს ბიუჯეტში შემოვიდა 62 მილიონ 624 283 ლარი.

 

18 მილიარდიდან სათამაშო დაწესებულებებმა გახსნის მოსაკრებლისა და მოგებული ფსონების გახსნის გასავალი ჯამში გადაიხადეს 105. 5 მილიონი ლარი და 62 მილიონ 624 283 ლარი, რაც ჯამში უხეში გაანგარიშებით, 167.5 მილიონი ლარი გამოდის.

 

ხოლო სამორინეების ერთი თვის მოგება 1.5 მილიარდ ლარს აღემატება.

 

როგორც ხედავთ, მდგომარეობა საგანგაშოა და სასწრაფოდ მისაღებია კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში წარდგენილია“ – ამბობს თამარ ჯაფარიძე.

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები