
ინდოეთში 70 წლის მთვრალმა და მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მღვდელმა, სანსარი ოჯამ ტაძარში მამაკაცს თავი მოკვეთა. სასულიერო პირის თქმით, ამით მან მსხვერპლშეწირვის ცერემონიალი შეასრულა, რათა კორონავირუსის პანდემია დასრულებულიყო.
სანსარმა 52 წლის საროჯ კუმარ პრადჰანს საკურთხეველში მცირე კამათის შემდეგ თავი მოაჭრა.
სასულიერო პირის თქმით, სიზმარში მას ქალღმერთმა უბრძანა, რომ მსხვერპლი შეეწირა მისთვის ადამიანის სახით, რომლის შემდეგაც პანდემია დასრულდებოდა მსოფლიოში.