15:58 | 2020-06-26 ავტორი: თამარ გონგაძე

“სასტუმროს მეპატრონეები აჯანყებას მოვაწყობთ”- ია ფარულავა საზღვრების გახსნას ითხოვს

“სასტუმროს მეპატრონეები აჯანყებას მოვაწყობთ”- ია ფარულავა საზღვრების გახსნას ითხოვს

სუროგაციის ცენტრის “ახალი სიცოცხლის” მსოფლიოს ქსელის დამფუძნებელი, მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს სასტუმროს მეპატრონეზე, რომელიც ჩავარდნილი ბიზნესის გამო სუიციდამდე მისულა.

 

“თავს იხრჩობდა და გადაარჩინეს ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელი. ჩვენმა მთავრობამ კი საზღვრების გახსნა ივლისის ბოლომდე გადადო. საჭიროა საყოველთაო პროტესტი” – კუკუნაშვილმა ამ პოსტის გაზიარება ითხოვა.

 

მარიამის პოსტს სხვებთან ერთად მისი მეგობარი, მსახიობი ია ფარულავაც გამოეხმაურა, რომელსაც აბანოთუბანში სასტუმრო აქვს. იამ სასტუმრო 16 მარტს დახურა, 1 მაისს ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში კი მსახიობი ამბობდა, რომ სესხის გადავადების მოთხოვნას აპირებდა. ასეც მოიქცა და როგორც ახლა “პრაიმტაიმთან” ყვება, ბანკმა ორი თვით ისევ გადაუვადა სესხი.

 

ია ფარულავა: – TBC-ი ბანკთან საკმაოდ მაღალი სესხი მაქვს გაკეთებული. ჩემი თხოვნის საფუძველზე ორთვიანი გადავადება გამიკეთეს. მაგრამ ბანკსაც ხომ თავისი ვალდებულა აქვს. როდემდე გადამივადებენ? არ ვიცი, ყველანი გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ. სესხს სასტუმროს შემოსავლით ვიხდიდი და თუ საზღვრები არ გაიხსენება და ტურიზმი არ განახლდება, ეჭვი მეპარება რაიმეს გადახდა შევძლო.

 

სიმბოლური ხელფასი მაქვს ტელევიზიაში, საკმაოდ დაკნინებული შევხვდი კორონავირუსს - როგორ უმკლავდება ია ფარულავა კრიზისს
2020-05-01სიმბოლური ხელფასი მაქვს ტელევიზიაში, საკმაოდ დაკნინებული შევხვდი კორონავირუსს - როგორ უმკლავდება ია ფარულავა კრიზისს

 

სახელმწიფოსგან სასტუმროების მეპატრონეებს არავითარი პასუხი არ გვაქვს. ამერიკაში მცხოვრებმა ჩემმა ნაცნობმა, რომელსაც ლიმუზინების ბიზნესი აქვს, სპეციალური დეკლარაცია შეავსო და სახელმწიფომ 200 ათასი დოლარი მისცა.

 

თუ საჭირო იქნება, სასტუმროს მეპატრონეები აჯანყებასაც მოვაწყობთ-მეთქი, ნახევრად ვიხუმრე, მაგრამ იმედი მაქვს, დალაგდება სიტუაცია.

 

სასტუმრო ჩემი ერთადერთი შემოსავლის წყარო არ არის, თუმცა ჩემი მეორე შემოსავლის წყარო ვერანაირად ვერ გაწვდება იმ სესხის ოდენობას, რომელსაც მე ყოველთვე ვიხდი. ყოველთვიურად ბანკში 9 ათას ხუთას ლარს ვიხდი. წარმოიგინეთ, რა შემოსავალი დაფარავას ამხელა თანხას ყოველთვიურად?! ის შემოსავალი კი, რაც მე ახლა მაქვს, იმაზე მყოფნის, რომ პატარა სესხები დავფარო, არ მშიოდეს, არ მწყუროდეს და ჩემთვის წყნარად ვიყო. ფუფუნებაზე და მოგზაურობაზე ლაპარაკი ზედმეტია. წელს ისედაც ვერსადაც ვერ გავემგზავრებით.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები