14:02 | 2020-04-29 ავტორი: Prime Time

სასწრაფოს ხუთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა – ინფიცირებულები სიმპტომებს მალავდნენ?!

სასწრაფოს ხუთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა – ინფიცირებულები სიმპტომებს მალავდნენ?!

სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 ექიმს, რომლებიც ბოლნისში მუშაობდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

ისინი ავლაბარში მდებარე ერთ-ერთი საკარანტინო სივრციდან (სასტუმრო) სტაციონარებში გადაიყვანეს, ამავე სასტუმროში უკვე ორი კვირის განმავლობაში მყოფ პირებს კი საკარანტინო ვადა გაუგრძელეს.

 

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას კარანტინში მყოფი ექიმი, ირმა მელქაძე ამბობს, რომ საკარანტინო სივრცეში ინფიცირებულებთან შეხება არ ჰქონია, შესაბამისად მისთვის გაუგებარია რატომ გაუხანგძლივეს კარანტინში ყოფნის ვადა.

 

ექიმი არ გამორიცხავს, რომ მისმა ინფიცირებულმა კოლეგებმა თავის დროზე სიმპტომები დამალეს.

 

„აქ, კარანტინში მყოფ ადამიანებს ორშაბათს გაგვიკეთდა ლუგარის ტესტი. გუშინ მოვიდა პასუხი, რომ ყველა უარყოფითია გარდა 5 ადამიანისა. აქედან სამი არის სასწრაფო გადაუდებელი დახმარების, ორი კი კატასტროფის ბრიგადის თანამშრომელი. ყველა გახლავთ ექიმი.

 

ორი ინფიცირებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, მათი ასაკიდან გამომდინარე.

 

რადგან ამათ დაუდასტურდა, ჩვენ რატომ გვტოვებენ კარანტინში, ამას ვერ გვეუბნებიან, რადგან 14 დღეა აქ ვარ და აბსოლუტურად არავისთან კონტაქტი არ მქონია.

 

ინფიცირბეულები გუშინვე გადაიყვანეს კლინიკებში. სამი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ერთი – ბოჭორიშვილში, ერთიც – ინფექციურში.

 

მე მგონია, რომ სანამ კარანტინში გადმოგვიყვანდნენ, იქ ბოლნისშივე ჰქონდათ ამათ ჩივილები და თავის დროზე არ თქვეს. არ არსებობს, რომ მათ ახლა გამოვლენოდათ ეს. აქ კარანტინში ყველა ცალ-ცალკეა გამოკეტილი და ვერანაირად ვერავისგან ვერ გადაედებოდათ.

 

თუ მათ ინფორმაცია დამალეს, ჩვენ სხვა ადამიანები რა შუაში ვართ, როცა არანაირი შეხება არ გვქონია“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას  ექიმი ირმა მელქაძე.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები