20:19 | 2020-05-05 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

სასწრაფოს ექიმი, რომელსაც სწრაფი ტესტით covid-19 დაუდასტურდა, PCR-ით ინფიცირებული არაა

სასწრაფოს ექიმი, რომელსაც სწრაფი ტესტით covid-19 დაუდასტურდა, PCR-ით ინფიცირებული არაა

ყვარლის სასწრაფოს ექიმს, რომელსაც სამი დღის წინ, სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდგინდა, პირველადი PCR-ით ინფიცირებული არ აღმოჩნდა.

 

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტევეპირველთან საუბარში განაცხადა.

 

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არ დაუდასტურდა კორონავირუსი, თუმცა ველოდებოდით დამატებით კვლევას, ბოლო პასუხი ჩემთვის ცნობილი არაა.

 

შეიძლება ეს იყოს ტესტის ხარვეზი, ეს გარკვეულწილად ხდება. არაა გამორიცხული, რომ ცრუ დადებითი PCR-ის დროსაც იყოს.“

 

ყვარლის სასწრაფოს ექიმი ამჟამად ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფება. მისი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი, ტესტის პასუხი გვიან ღამით გახდება ცნობილი.

 

შეგახსენებთ, ყვარელში ინფიცირებული სასწრაფოს ექიმის შესახებ ინფორმაცია 2 მაის გავრცელდა.

 

ბოლო მონაცემებით:

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 604-მდე გაიზარდა.

 

მათგან, გამოჯანმრთეელდა 240 პაციენტი.

 

საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში – 5260

 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენატარი - +

X