fbpx
12:55 | 2020-09-09 ავტორი: Prime Time

სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლმა 19 წლის კოვიდინფიცირებული გააუპატიურა (ინდოეთი)

სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლმა 19 წლის კოვიდინფიცირებული გააუპატიურა (ინდოეთი)

ინდოეთში სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლმა 19 წლის კოვიდინფიცირებული გააუპატიურა და შემდეგ საავადმყოფოში მიიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ Dailymail-ი ავრცელებს.

 

16 წლის გოგო გაუპატიურებაში 30 კაცს ადანაშაულებს (ისრაელი)
2020-08-2116 წლის გოგო გაუპატიურებაში 30 კაცს ადანაშაულებს (ისრაელი)

 

29 წლის მძღოლი სახელად ნოუფალი, რომელიც გოგონას თავს დაესხა, დაპატიმრებულია.

 

კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხის დადასტურების შემდეგ, მძღოლმა 19 წლის გოგონა და მასთან ერთად კიდევ ერთი ინფიცირებული, 42 წლის ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩასვა.

 

საავადმყოფოში მისვლისას მძღოლმა 42 წლის ქალი მანქანიდან გადმოსვა, ხოლო 19 წლის გოგონა დაუსახლებელ ადგილზე გაიყვანა და გააუპატიურა.

 

მძღოლმა გოგო გააფრთხილა, რომ მომხდარის შესახებ არსად არაფერი წამოსცდენოდა. შემდეგ კი, საავადმყოფოში წაიყვანა.

 

საავადმყოფოში გოგომ ექიმებს მომხდარის შესახებ უამბო, ექიმები კი პოლიციას დაუკავშირდნენ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X