fbpx
00:59 | 2020-10-29 ავტორი: Prime Time

სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კოვიდინფიცირებული პაციენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან მიიყვანეს – ექიმების დემარში რუსეთში (ვიდეო)

სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კოვიდინფიცირებული პაციენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან მიიყვანეს – ექიმების დემარში რუსეთში (ვიდეო)

ომსკელი მედიკოსების პროტესტმა, რომლებმაც კოვიდინფიცირებული პაციენტები, გამოუვალი მდგომარეობის გამო, ოლქის ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან მიიყვანეს, სოციალურ ქსელში ვიდეოს სახით ვრცელდება. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა პაციენტების მოთავსება ვერცერთ სამედიცინო დაწესებულებაში ვერ შეძლეს. ამიტომაც, ხალხის გადარჩენა რადიკალური მეთოდებით გადაწყვიტეს.

 

კადრებში ჩანს, რომ მედიკოსებს მხარს უჭერენ პაციენტების ნათესავები.

 

„დედაჩემი 10 საათიდან სასწრაფო დახმარების მანქანაში ჰყავთ და საავადმყოფოში მოთავსება არ შეგვიძლია. მას ფილტვების 80 % აქვს დაზიანებული. ვრეკავთ და გვეუბნებიან „დაიცადეთ, დაიცადეთ, დაიცადეთ, ვეძებთ ადგილს. 12 საათი გავიდა…“ – ამბობს ერთ-ერთი პაციენტის ქალიშვილი.

 

მედიკოსების დემარშმა შედეგი გამოიღო. ამ ფაქტზე რეაგირება მოახდინა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა და სისტემის სხვა ხელმძღვანელებს პაციენტების შველა კატეგორიულად მოსთხოვა.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X