fbpx
21:14 | 2020-09-07 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„სასწავლო წელი ჩვენი სკოლისთვის უდიდესი ტრაგედიით დაიწყება“ – 23-ე სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„სასწავლო წელი ჩვენი სკოლისთვის უდიდესი ტრაგედიით დაიწყება“ – 23-ე სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ილია ჭავჭავაძის სახელობის N23 საჯარო სკოლა ლისის ტბაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილ 12 წლის მოზარდთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

„რამდენიმე დღეც და სასწავლო წელი დაიწყება. ჩვენი სკოლისთვის უდიდესი ტრაგედიით…

 

რამდენიმე დღეა ვცდილობთ რაღაც ფორმით გამოვხატოთ დამოკიდებულება მომხდარი ფაქტისადმი, თუმცა გვიჭირს ძალიან… ალბათ ყველა სიტყვა ფუჭია…

 

რამდენიმე დღე N23 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები მივდიოდით ერთ ქუჩაზე, ერთ ულამაზეს ოჯახში… და ვემშვიდობებოდით ჩვენს მზე – ბიჭს, – მათე გოგიას, მხიარულ და საყვარელ ბიჭს.

 

ის გაუგებრობის და დაუდევრობის მსხვერპლია. შეძრულია მთელი სკოლა, ყველა მოსწავლე თუ კურსდამთავრებული.

 

დააკავეს პატრულ-ინსპექტორი, რომელიც ლისზე 12 წლის მოზარდს დაეჯახა 
2020-08-31დააკავეს პატრულ-ინსპექტორი, რომელიც ლისზე 12 წლის მოზარდს დაეჯახა 

 

არ არსებობს დასამშვიდებელი სიტყვები, რომელიც შეიძლება ვუთხრათ შოთიკოს და სალომეს, მათეს მშობლებს, არც ერთს ფასი არ ექნება … უბრალოდ ძალიან გთხოვთ – გაუძელით!

 

ჩვენ – მასწავლებლები, მათესა და ლუკას თანაკლასელები თუ მეგობრები, მშობლები, ყველანი ვართ თქვენს გვერდით, ლუკას გვერდით…

 

ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას…. და გაიზიარეთ ჩვენი – სკოლის მწუხარება : მათე ბიჭი წავიდა ჩვენგან!
წავიდა მეგობრებზე უზომოდ შეყვარებული ბიჭი… დედისა და მამის გულის ნაწილი, ლუკას დიდი ტკივილი…..
ძალიან მწარე ხარ, შვილო….“, – ნათქვამია სკოლის სამძიმრის წერილში.

 

შეგახსენებთ, 31 აგვისტოს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

 

არსებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც პატრულის მანქანა 12 წლის ბავშვს დაეჯახა.

 

ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყავნა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

X