
თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალებას საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა და ამ საქმის თითოეული დეტალის მიმართ, ინტერესი დიდია.
მედიასთან ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თამარის შეყვარებულად აცხადებენ თავს. ესენი არიან: ბაჩანა ლობჟანიძე, ნიკა გეჯაძე და თემურ ჭანუყვაძე.
ბაჩანა ლობჟანიძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც მედიასა და პროკურატურაში გამოჩნდა. ის აცხადებდა, რომ თამარის შეყვარებული იყო და გარკვეულ ინფორმაციას ფლობდა. ის თავისივე გადაწყვეტილებით, საგამოძიებო უწყებაში მივიდა და ჩვენება მისცა.
მისი განცხადებები პირადი ცხოვრების გარდა, ეხებოდა თვითმკვლელობის და მეხსიერების ბარათებზე აგორებულ სკანდალს.
ლობჟანიძეზე ბაჩალიაშვილის ოჯახი ამბობს, რომ თამარისა და მისი ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და გამორიცხავენ მისი შეყვარებულობის ვერსიას.
რაც შეეხება ნიკა გეჯაძეს, ის თამარის თანამშრომელი იყო კომპანია Zag-ში. გეჯაძის სახელს უკავშირდება ცნობილი წერილი, რომელიც ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის მიერ გაგზავნილი წერილია, რომელიც კომპანიის მენეჯერმა ნიკოლოზ გეჯაძემ მიიღო.
ბაჩალიაშვილების ოჯახის ნათესავის რიტა ზურაბაშვილის ინფორმაციით, თამარი თავის თანამშრომელზე იყო შეყვარებული. სავარაუდოდ, ქალბატონი სწორედ ნიკა გეჯაძეზე მიანიშნებდა ინტერვიუში.
თუმცა, რიტა ზურაბაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია თამარის დედამ უარყო და თქვა, რომ ნათესავებს დაპირისპირება ჰქონდათ, რის გამოც, რიტა ზურაბაშვილმა თავი თამარის ბებიად გამოაცხადა და ამ გზით, მას სამაგიერო გადაუხადა.
მესამე მამაკაცი თემურ ჭანუყვაძეა. ის ერთ-ერთი უკანასკნელია, რომლის ვინაობაც მედიისთვის ცოტა ხნის წინ, გახდა ცნობილი. თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზიშვილის თქმით, მათ მართლაც ჰქონდათ ურთიერთობა და ეს ოჯახისთვის ცნობილი იყო.
„თემურ ჭანუყვაძე იყო ჩემი შვილის ცხოვრებაში. უაღრესად კარგი პიროვნება, მე ბედნიერი ვიქნებოდი, რომ თამუნა და თემური ერთად ყოფილიყვნენ…” – ამბობს თეონა თამაზაშვილი.