22:52 | 2021-07-29 ავტორი: სალომე ნეფარიძე

სასიხარულო ამბით გიბრუნდებით – ბაია პატარაია პატიმრობაში მყოფ ქალზე წერს, რომელიც მალე სახლში დაბრუნდება

სასიხარულო ამბით გიბრუნდებით – ბაია პატარაია პატიმრობაში მყოფ ქალზე წერს, რომელიც მალე სახლში დაბრუნდება

„მალე სახლში იქნება ქალი, რომელიც შვილების ცემის ბრალდებით მეოთხე წელია უსამართლოდ გამოკეტილია ციხეში. სამივე ინსტანციაში გვედავა სახელმწიფო და სამივე ინსტანციაში მოვუგეთ საქმე“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია წერს.

 


„მეგობრებო, საინტერესო და სასიხარულო ამბით გიბრუნდებით. არ ვიცი, რამდენად გახსოვთ ინგა კაპანაძის საქმე და მოკლედ მოგიყვებით ამ გრძელ და ურთულეს საქმეს: ეს არის ქალი, რომელიც შვილების ცემის ბრალდებით მეოთხე წელია უსამართლოდ გამოკეტილია ციხეში. მოძალადე ქმრის ზეწოლის შედეგად შვილებმა დედის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება.

 

პროკურორმა ქუმოშვილმა კი გულგრილად აწარმოა საქმე და მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ამტკიცებდა, რომ დედას ბავშვები მოძალადედ არ აღიქვამდნენ, სისტემამ ბოლომდე საკუთარი პროკურორი დაიცვა და არა უდანაშაულო ადამიანი.

 

VIDEO: რაში დახარჯავს ლაშა ბექაური მილიონს - ემიგრანიტი ბებია და დეიდა მინდა ჩამოვიყვანო საქართველოში
2021-07-29VIDEO: რაში დახარჯავს ლაშა ბექაური მილიონს - ემიგრანიტი ბებია და დეიდა მინდა ჩამოვიყვანო საქართველოში

 

ჩვენ ინგას სასარგებლოდ საქმეში მოგვიანებით ჩავერთეთ და დავამტკიცეთ, რომ მოძალადე იყო მამა(!); ვიპოვნეთ ნეიტრალური მოწმე, რომელმაც ნახა თუ როგორ აიძულებდა მამა ბავშვებს ცრუ ჩვენების მიცემას. დღეს ეს მამა ძალადობის გამო დაკავებულია, მაგრამ ინგაც არავის გაუთავისუფლებია. მინდობით აღზრდაში გადაყვანილმა ბავშვებმა სიმართლე თქვეს, დედასთან ციხეშიც დადიან და იხვეწებიან მის გამოშვებას.

 

შარშან პენიტენციურს ვთხოვეთ ინგასთვის ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობით შეეცვალა სასჯელი, უარი გვითხრეს. სამივე ინსტანციაში გვედავა სახელმწიფო და სამივე ინსტანციაში მოვუგეთ საქმე.

 

მინდა გამოვარჩიო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ცინცაძე, რომელიც ბავშვებს სახლში ესტუმრა და 27 დღეში მიიღო გადაწყვეტილება, რადგან გულთან ახლოს მიიტანა ეს საქმე. ჩვენ კი ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ინგას უდანაშაულობა დავამტკიცოთ. სახელმწიფოს კი, რომელმაც ერთი პროკურორის არაკომპეტენტურობის და გულგრილობის გამო, უდანაშაულო ადამიანი ციხეში გამოამწყვდია, ძვირის გადახდა მოუწევს დღეს თუ არა ხვალ, აქ თუ არა სტრასბურგში.

 

ინგა მალე სახლში იქნება

 

პ.ს. ამ საქმეზე საფარის უამრავი თანამშრომელი მუშაობს, მაგრამ განსაკუთრებული მადლობა, ელისო რუხაძეს რომელმაც არასდროს მიატოვა ინგა.

 

პ.პ.ს. ამის მოსაყოლად შემოვიხედე და ისევ ვემინჯნები ფეისბუქს და ისევ გიტოვებთ“, – წერს ბაია პატარაია.

 

ასევე წაიკითხეთ ⇓

 

ისე შემეცოდნენ, მოფერება მომინდა – ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის მხარდამჭერებზე

 

VIDEO: მძიმე კადრები თურქეთიდან – ხანძარი დიდ მასშტაბებს აღწევს, მიმდინარეობს შენობებიდან ხალხის ევაკუაცია

 

„გამოფრინდა იტალიიდან და ვაი, ამ ჩამოსვლას…“ – ტრაგედია ქართველი ემიგრანტის ოჯახში

 

დაინგრა საქართველო, დღეს ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა! – რა ინფორმაციას ავრცელებს ნარკოლოგი

 

ქართველი მომღერალი კოვიდით გარდაიცვალა – „არაფერი აწუხებდა… 21 წლის მანძილზე სიცხეც არ ჰქონია“

 

„მოსწერა, კაბა ცმოდა, რომ ადვილად ექნათ ყველაფერი“ – პედოფილს 10 წლის შვილის ნაცვლად დედა ეკონტაქტებოდა

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე


X

error: Content is protected !!