16:03 | 2021-09-25 ავტორი:

სასიხარულო ამბავი მათთვის, ვინც სინოვაკით აიცრა – გიორგი ფხაკაძე უახლესი კვლევის შედეგებს აქვეყნებს

სასიხარულო ამბავი მათთვის, ვინც სინოვაკით აიცრა – გიორგი ფხაკაძე უახლესი კვლევის შედეგებს აქვეყნებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სინოვაკით ვაქცინირებული მოსახლეობისთვის სასიხარულო ამბავს ავრცელებს.

 

“საკმაოდ სასიხარულო ამბავია სინოვაკის ვაქცინით აცრილებისთვის.

 

პირველად, ამ ბოლო დროს, მივიღეთ ადეკვატური კვლევის შედეგები სინოვაკის ვაქცინასთან დაკავშირებით. კვლევა ჩატარდა მალაიზიაში. 7,200,000 ადამიანის მონაცემები

 

შესწავლილ იქნა და დადგინდა, რომ მხოლოდ 0.011%-ს დასჭირდა რეანიმაცია (ეს არის ვაქცინის ეფექტურობის საუკეთესო მაჩვენებელი ). ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ ფაიზერი უფრო ეფექტურია. მხოლოდ 0.002%-ს დაჭირდა რეანიმაცია (6.5 მილიონის მონაცემები).

 

დასკვნა:

 

საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა არის უსაფრთხო

 

საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა გიცავთ რეანიმაციისგან (ყველაზე კარგად- ფაიზერი, დანარჩენებსაც არა უშავს)

 

საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა გიცავთ სიკვდილისგან (ფაიზერი – 98.8%, დანარჩენებსაც არა უშავს)

 

მსოფლიოში დღესდღეობით გამოყენებული 17 ვაქცინიდან არცერთი არ გიცავთ კოვიდისგან 100% -ით. ვაქცინა არ არის უკვდავების ელექსირი

 

აიცერით დროზე და გახსოვდეთ, რომ სამედიცინო პირბადე აუცილებელია აცრილებისთვის და აუცრელებისთვის, დაიცავით დისტანცია და აერიდეთ ხალხმრავალ

ადგილებს, დაიბანეთ ხელები ხშირად, გაანიავეთ შენობები ყოველ 10-15 წუთში და იყავით პოზიტიურ განწყობაზე

 

არ გაავრცელოთ ვირუსი, გაავრცელეთ სიყვარული”,- წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X

error: Content is protected !!