21:25 | 2020-06-27 ავტორი: Prime Time

საშვილიშვილო საქმე – რამ აღაფრთოვანა მესტიაში გიორგი კალანდია

საშვილიშვილო საქმე – რამ აღაფრთოვანა მესტიაში გიორგი კალანდია

საშვილიშვილო საქმე აზიის განვითარების ფონდსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაუფინანსებია, მოკლედ ლეო ფილფანის სახელობის მესტიის თეატრი ჩვეულებრივი ევროპული კულტურის ცენტრია,- ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს.

 

სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

 

ჩემმა მეგობარმა მსახიობმა გიორგი გასვიანმა აიჩემა – წამო მესტიის ახალი თეატრი ვნახოთო, უარი ვერ ვუთხარი, არადა გულში ვფიქრობდი რა თეატრი უნდა იყოს მაღალმთიან რეგიონში-მეთქი.

Image may contain: living room, table and indoor

რომ მივედი დიდხანს რეტდასხმული დავდიოდი: ულტრათანამედროვე დიზაინის ნაგებობა, მარმარილოს იატაკითა და კედლებით, ბრწყინვალე განათებით, სუპერ სცენით, 180 კაციანი დარბაზით, სასტუმროთი, ხმის ჩამწერი სტუდიით.

Image may contain: sky, cloud, outdoor and nature

ყველაფერი ეს კი მსახიობ გეგი ფალიანის თაოსნობითა და ენთუზიაზმით გაკეთებულა, საშვილიშვილო საქმე აზიის განვითარების ფონდსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაუფინანსებია, მოკლედ ლეო ფილფანის სახელობის მესტიის თეატრი ჩვეულებრივი ევროპული კულტურის ცენტრია.

 

Image may contain: indoor

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X