23:51 | 2020-10-13 ავტორი: Prime Time

საშვები არ იქნება საჭირო – საპატრიარქოს სპეციალური განცხადება

საშვები არ იქნება საჭირო – საპატრიარქოს სპეციალური განცხადება

საქართველოს საპატრიარქო სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

 

„ა.წ. 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ტაძართან მისასვლელად მანქანის საშვები არ იქნება საჭირო.

 

13 ოქტომბერს ლოცვა დაიწყება 17:00 საათზე. 14 ოქტომბერს კი, წირვა – 10:00 საათზე.

 

ვირუსთან დაკავშირებით ხალხის უსაფრთხოების მიზნით ტაძრის ეზოში შემომსვლელთ გაეზომებათ ტემპერატურა.

 

აუცილებელია, ყველას ჰქონდეს პირბადე და დაცული იყოს დისტანცია“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

ავტორი: Prime Time

X