16:03 | 2021-09-23 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

საშინლად უდროოდ წავიდა – ელენე ხოშტარია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საშინლად უდროოდ წავიდა – ელენე ხოშტარია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა „დროას“ ლიდერს მეგობარი, ალიკა დარჩიაშვილი გარდაეცვალა.

 

ძალიან მიყვარს და საშინლად უდროოდ წავიდა. რამდენი რამე დაგვრჩა სალაპარაკო“, – წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.

 

სამწუხარო ამბავს ჟურნალისტი ეკა კვესიტაძეც ეხმაურება.

 

უძვირფასესი მეგობარი დავკარგე დღეს – ალიკა დარჩიაშვილი. წარმოუდგენელი თვისებების კაცი, უერთგულესი და გამორჩეულად საინტერესო. შეუძლებელია ერთხელ მაინც გენახა ალიკა და არ მოეჯადოებინე, რადგან დიდი ადამიანი იყო, ყველასაგან გამორჩეული. არ მჯერა, რომ ამ სიტყვებს ვწერ. იმედი მაქვს იცოდი, როგორ განსაკუთრებულად მიყვარდი და როგორი აღფრთოვანებული ვიყავი ყოველთვის შენით არ გემშვიდობები, რადგან შენთან გამომშვიდობება შეუძლებელია“, – წერს კვესიტაძე სოცქსელში.

 

შეიძლება იყოს 2 ადამიანი, მდგომარე ადამიანები და შენობაში-(ი)ს გამოსახულება

 

ასევე ნახეთ: რატომ უხდის ბოდიშს კლასელებს რუსკა მაყაშვილი

 

 

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X