12:38 | 2020-08-27 ავტორი: Prime Time

საშინელი საყურებელია კაცი, რომელიც ვერ შეეგუა, რომ აღარ უნდათ – დიღმელაშვილი სააკაშვილზე

საშინელი საყურებელია კაცი, რომელიც ვერ შეეგუა, რომ აღარ უნდათ – დიღმელაშვილი სააკაშვილზე
აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმაურება.
„ლიდერი მაშინ ხარ, როცა გაქცევას წაქცევა გირჩევნია.
გაქცეული მიშა ოპოზიციის აქტივი კი არა, მისი სისუსტეა და ამ უპასუხისმგებლო გამოხტომებით იგი პოლარიზაციის გაღრმავებაზე, მაშასადამე ქართულ ოცნებაზე მუშაობს. ყოველი მომდევნო საჯარო გამოსვლისას უფრო და უფრო აშკარაა, რომ მისთვის ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი არაფერს ნიშნავს, თუკი აქ საკუთარი ძალაუფლება არ იგულა.
საშინელი საყურებელია კაცი, რომელიც ვერ შეეგუა, რო აღარ უნდათ და თავს არ ანებებს ყოფილს – ხან უთვალთვალებს, ხან უსაფრთდება, ხან ექსჰიბიციონისტურად აჩვენებს რა კარგადაა უმისოდ, ჯერ ემუქრება, მერე სიყვარულს ეფიცება, ისტერიკებს უწყობს და არწმუნებს, რომ უმისოდ არაფერია, როცა საქმე პირიქითაა.
ჰგონია ასეთი ქცევა შანსებს უზრდის. ესეც პირიქითაა. ამ უმწიფარ-ეგოისტური ქცევით იგი ქვეყნის სამომავლო პერსპექტივასთან ერთად საკუთარ პარტიასაც აზიანებს, რომლის რამდენიმე ლიდერმა ნამდვილად გამოავლინა პარტიის სამომავლო მეტამორფოზის პოტენციალი.
ახლა ბიძინას მთავარი მოკავშირე როგორც ენმ-ის, ისე ოპოზიციური კოალიციის წინააღმდეგ – მიშა სააკაშვილია,“-წერს დიღმელაშვილი.
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები