22:12 | 2020-07-31 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„საშინელებას დავატრიალებთ!“… – რა შეუთვალა გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამას

„საშინელებას დავატრიალებთ!“… – რა შეუთვალა გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამას

გიორგი შაქარაშვილის დედაც და მამაც მესაუბრა, ასე მითხრეს, გააფრთხილე, სადმე შემთხვევით არ გადაგვეყაროს, თორემ რომელ შეხვედრაზეა ლაპარაკი, საშინელებას დავატრიალებთო – ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამის მოთხოვნას, რომ მას გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა შეხვედროდა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ მკვდარი შვილი ჰყავდათ წინ, სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ მოვიდა, ოჯახს არ უკადრია, მათი პირიდან არ გამოსულა ერთი სიტყვა, რომ ვიღაც არის მკვლელი და ვიღაც არის დამნაშავე. მაშინ რაღაც ნაწილი საზოგადოების ამაზე მლანძღავდა, როგორ არ ვიძახდი, რომ ვიღაც იყო მკვლელი. ახლა მოვიდა ექსპერტიზა და დადასტურდა, რომ მკვლელობა სახეზეა და იქ მონაწილე ბოლო პირები ესენი არიან, ახლა თურმე, რატომ ვიძახი ვიღაცაზე, რომ მათ მკვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. ერთმანეთში შეთანხმდნენ, ჩამოყალიბდნენ რა უნდა ვთქვათ, გვითხრან და მერე შეიძლება, დავიჯეროთ.

 

გიორგის დედაც და მამაც მესაუბრა, დამირეკეს, გააფრთხილე, სადმე არ გადაგვეყაროს, სადმე არ შეგვხვდეს შემთხვევით, თორემ რომელ შეხვედრაზეა ლაპარაკიო. უბრალოდ, რაღაცნაირად არ მოხდეს, რომ პროცესზე, ან სადმე გადავეკვეთოთ, თორემ საშინელებას დავატრიალებთო.

 

ვინ და რატომ დაბრუნდა ღამის პირველ საათზე მცხეთის აგარაკზე - ახალი ჩვენებები გიორგი შაქარაშვილის საქმეში
2020-07-31ვინ და რატომ დაბრუნდა ღამის პირველ საათზე მცხეთის აგარაკზე - ახალი ჩვენებები გიორგი შაქარაშვილის საქმეში

 

ამ კაცს ჰყავს ადვოკატი, რომელსაც მე ვიცნობ, ერთმანეთს პატივს ვცემთ მე და გიორგი გელხაური, ძალიან მარტივია, დამირეკოს გიორგიმ, შემხვდეს, ამიხსნას, იქნებ მეც უნდა დავიჯერო რაღაც. ეს რა ფორმაა, ელემენტარულად ეთიკა უნდა ჰქონდეს ადამიანს. რა უნდა მომიყვეს, რომ გიორგი გამოიქცა ჩხუბიდან და ამის გამო გაღიზიანებულმა ხალხმა გაუსწორა ანგარიში გიორგის, ეს უნდა მოყვეს?“, – განაცხადა ნიკოლაძემ.

 

ცნობისთვის, არასრულწლოვნის მამამ, თამაზ ხომასურიძემ დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში განაცხადა, რომ გიორგი შაქარაშვილის დედასთან შეხვედრა სურდა.

 

როგორც ის ამბობს, ფეხბურთელის დედისთვის სათქმელი აქვს. ხომასურიძე აცხადებს, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის და ამ ყველაფერში გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა, მირიან ნიკოლაძე მონაწილეობს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

X