14:48 | 2020-05-24 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

„სასამართლოში ყალბი ვიდეოები წარადგინა” – რატომ უჩივლა ბასილაშვილის ყოფილმა ცოლმა დედამთილს სასამართლოში

„სასამართლოში ყალბი ვიდეოები წარადგინა” – რატომ უჩივლა ბასილაშვილის ყოფილმა ცოლმა დედამთილს სასამართლოში

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით, სამართალდამცავებმა ქვეყნის პირველი ჩოგანი, მსოფლიო სპორტის ქართველი ვარსკვლავი ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავეს.

 

„პრაიმტაიმისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რამდენიმე თვის წინ, რომ მეუღლესთან დაშორების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილის ცოლმა ნეკა დოროყაშვილმა, ყოფილ დედამთილს სასამართლოში უჩივლა.

 

„პრაიმტაიმი” ბასილაშვილის მამას ნოდარ ბასილაშვილს დაუკავშირდა.

 

„პატარა წვლილი, მეც მაქვს მის წარმატებაში, კარიერა გადავდე
2020-05-24„პატარა წვლილი, მეც მაქვს მის წარმატებაში, კარიერა გადავდე" - ნიკოლოზ ბასილაშვილის და ნეკა დოროყაშვილის სიყვარულის ისტორია

 

– ბატონო ნოდარ, რა მოხდა ნიკოლოზს და მის ყოფილ მეუღლეს შორის?

 

– ამ ბოლო ინციდენტთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი, ადვოკატებმა მითხრეს ჩვენ გავაკეთებთ განცხადებასო, ასე, რომ სასამართლო რა საკითხზეც შედგა დღეს კომენტარს ვერ გავაკეთებ.

 

– ბატონო ნოდარ, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა ცოლმა ნეკა დოროყაშვილმა, ოჯახის დანგრევის შემდეგ თქვენს მეუღლეს უჩივლა, რას ედავებოდა და როგორ დასრულდა სასამართლო?

 

– ნამდვილად მოხდა ეს ამბავი. მან სასამართლოში ყალბი ვიდეოები წარადგინა, ჩემს მეუღლეს ბრალს სდებდა თითქოს შვილიშვილზე ძალადობდა და სცემდა. ჩემი ცოლის მიმართ აღძრა საქმე და სასამართლომ ჩემი მეუღლე გაამართლა, მეტს ვერაფერს გეტყვით.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X