
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელი არ გადაუვადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლილი მსხილაძემ მიიღო.
„მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა სასჯელის მოხდის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული. სასამართლომ განმარტა, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით არ ირკვევა, რომ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით და აღნიშნული ხელს უშლის სასჯელის მოხდას.
ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მე კომენტარს არ გავაკეთებ, ჩვენი პოზიციაც სწორედ ის იყო, რა გადაწყვეტილებაც სასამართლომ მიიღო. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს“, – განაცხადა აბრამიშვილმა.