fbpx
18:15 | 2020-12-01 ავტორი: ზურა დვალაშვილი

სასამართლოდან დამირეკეს, 7 დეკემბერს ჩემი პროცესი განახლდება – ნიკა გვარამია

სასამართლოდან დამირეკეს, 7 დეკემბერს ჩემი პროცესი განახლდება – ნიკა გვარამია

საქალაქო სასამართლოდან დამირეკეს, 7 დეკემბერს თქვენი პროცესები განახლდებაო, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

 

ნიკა გვარამია ვარაუდობს, რომ დაიჭერენ და თემას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში გამოიყენებენ.

 

გვარამია მოლაპარაკებების დროს ამ თემის განხილვის წინააღმდეგია და მოუწოდებს პოლიტიკოსებს ნუ წავლენ დათმობაზე ხელისუფლებასთან.

 

“მაშ ასე, რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო. საქალაქო სასამართლოდან დამირეკეს, 7 დეკემბერს თქვენი პროცესები განახლდებაო.

რატომ დაუპირისპირდნენ ჟურნალისტები ნიკა გვარამიას - „ისტერიკაში ისე არ უნდა ჩავარდე, კონტროლი დაკარგო“
2020-10-31რატომ დაუპირისპირდნენ ჟურნალისტები ნიკა გვარამიას - „ისტერიკაში ისე არ უნდა ჩავარდე, კონტროლი დაკარგო“

 

ეტყობა ძაან საშურია კორონა პანდემიის პიკში და თან წინასაახალწლოდ ჩემი დაჭერა და ნეიტრალიზაცია. ან სავაჭრო თემად გამოიყენებენ მოლაპარაკებების დროს, სადაც ტყვეებით ვაჭრობა ეტყობა მოსულა, თან დიპლომატიური დაკვირეების პირობებში.

 

ღიად ვაცხადებ, რომ არც ერთ მოლაპარაკებაში არ ვსაჭიროებ ჩემი საკითხის გამო ოცნების ტყვეებით მოვაჭრე ტერორისტულ რეჟიმთან რაიმე დათმობაზე წასვლას. გმადლობთ, მირჩევნია ჩემი ციხეში წასვლით კიდევ უფრო ჩამოვხადო ნიღაბი ივანიშვილს და კიდევ უფრო დავაჩქარო მისი სანაგვეზე გადაგდება, ვიდრე რაიმე დათმობით მისი უბოროტესი რეჟიმის გახანგრძლივებას შევუწყო ხელი.

 

რვა მარტის შეთანხმება ხომ გახსოვთ, აი, ნაწილობრივ პროპორციულთან ერთად ჩემი და სხვა პოლიტმოტივირებული საქმეები რომ გაჩერდა იმავე ელჩების მონაწილეობით, დღესაც რომ მედიატორობენ. ხოდა, როგორ სრულდება, კი ხედავთ. ამიტომ, ოცნებასთან მოლაპარაკებას აზრი არა აქვს, სუფთა პრაგმატულად. იდეალისტურად კი, ელჩებით თუ უელჩოდ, ქართული ოცნება არის ტერორისტი და ტყვეებით მოვაჭრე, და ტერორისტებთან მოლაპრაკება არ შეიძლება.

 

ელჩების გამკვირვებია, ტყვეთა ბაზარში რატომ იღებენ მონაწიოეობას, რატომ არიან ჩართული პროცესში, სადაც ქართული ოცნება შანტაჟის მიზნით ტყუილად დაკავებულ ან დასაკავებელ ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობს? ესე არაა ცხადი, რომ ადამიანები ტყუილად არიან დაჭერილები და დასაჭერად გამზადებულუები? თუ აქაც ოქმები და დასაბუთებაა საჭირო ფატალურობის დასადგენად? ან, რომელი შეთანხმება იქნა დაცული, სადაც გარანტორებად იგივე ელჩები იდგნენ? რომელი ერთი არ დაარღვია ოცნებამ? თუ ოცნებისგან ქრონიკული გადაგდება მოსულა?”, – წერს ნიკა გვარამია.

 

ავტორი: ზურა დვალაშვილი
X