fbpx
13:19 | 2020-05-25 ავტორი: თათია ცუკოშვილი

სასამართლო სხდომაზე მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი რურუას ჩხრეკისას იარაღი აღმოაჩნდა

სასამართლო სხდომაზე მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი რურუას ჩხრეკისას იარაღი აღმოაჩნდა

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მთავარი მოწმე იკითხება.

 

როგორც, მან დაადასტურა, გიორგი რურუას ჩხრეკისას იარაღი აღმოაჩნდა.

 

„დავიწყეთ მე და ლევან ადეიშვილმა ჩხრეკა. რა დროსაც ჩვენს მიერ აღნიშნული პიროვნებისგან მარჯვენა წელიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოვიღეთ.

 

იარაღი ადგილზე განვმუხტე და გავაგრძელე ჩხრეკა მანქანაში. თხელი ქურთუკი ეცვა როგორც მახსოვს. იარაღზე როდესაც გაქვს ინფორმაცია, პირველ რიგში წელზე მიდიხარ და წელზე რომ შემოვუსვი ხელი, მარცხენა ხელზე მომხვდა, ვიგრძენი, რომ იარაღი იყო.

 

მხედრიონს ბოლო მოუღო და უამრავ ვაჟკაც მეომარს სახელი გაუტეხა - ემზარ კვიციანი გიორგი რურუაზე
2020-05-22მხედრიონს ბოლო მოუღო და უამრავ ვაჟკაც მეომარს სახელი გაუტეხა - ემზარ კვიციანი გიორგი რურუაზე

 

 

ამოვუღე, განვმუხტე იარაღი, მჭიდი ამოვიღე, ექსპერტიზის პარკში ჩავაგდე, რომელიც გამომძიებელს ეჭირა. მანქანა ქალაქში მოძრაობდა და წყნეთში უნდა წასულიყო“, – განაცხადა ბრალდების მოწმემ.

 

ცნობისთვის, 18 მაისს საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.

 

„იუზრდელა, დაგვიწყო ყვირილი“ - ინციდენტი გიორგი რურუას პროცესზე
2020-05-20„იუზრდელა, დაგვიწყო ყვირილი“ - ინციდენტი გიორგი რურუას პროცესზე

 

გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

წყარო:1tv

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

X