20:46 | 2021-06-09 ავტორი: Prime Time

SARS-CoV-ის შემდეგ MERS-CoV-ი?! – მეცნიერების ჯგუფი ახალი პანდემიის საფრთხეზე საუბრობს

SARS-CoV-ის შემდეგ MERS-CoV-ი?! – მეცნიერების ჯგუფი ახალი პანდემიის საფრთხეზე საუბრობს

მეცნიერების ჯგუფი ახალი პანდემიის საფრთხეზე საუბრობს. საქმე ეხება შუა აღმოსავლეთის რესპირატორულ სინდრომს (MERS), რომელსაც პანდემიამდე მხოლოდ რამდენიმე მუტაცია აშორებს. ამის შესახებ სამედიცინო გამოცემა MedicalXpress წერს. 

 

MERS-CoV-ის დროს პაციენტებში სიკვდილიანობა 40%-ს შეადგენდა.

 

თავდაპირველად MERS-CoV-ის აფეთქებამ მცირე ყურადღება მიიპყრო, რადგან ადამიანებს შორის გადამტანი არ ჩანდა. სავარაუდოდ, ერთკუზიანი აქლემები MERS-CoV-ის მთავარი გადამტანები არიან. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტესტირებული აქლემების 80 პროცენტს, ინფექციის მიმართ ანტისხეულები აქვთ.

 

ვირუსთან დაკავშირებით ერთ საიდუმლოებას წარმოადგენს ის, თუ რატომ არ დაინფიცირდა მეტი აფრიკელი ადამიანი აფრიკის კონტინენტზე. ამის გასარკვევად, მკვლევარებმა ვირუსის ნიმუშები შეაგროვეს შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის სხვადასხვა ადგილას და ეძებდნენ მის ვარიანტებს. მათ დააჯგუფეს აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსული პირები სხვადასხვა ფენებად.

 

გასაჯაროვდა კორონავირუსთან დაკავშირებით, ფაუჩის პირადი, ელექტრონული შეტყობინება, რომელიც 3000 გვერდია - რას წერდა ის ვირუსზე
2021-06-08გასაჯაროვდა კორონავირუსთან დაკავშირებით, ფაუჩის პირადი, ელექტრონული შეტყობინება, რომელიც 3000 გვერდია - რას წერდა ის ვირუსზე

 

ამის შემდეგ, მათ შეადარეს ნიმუშები გენეტიკურად ლაბორატორიულ პირობებში ადამიანის ფილტვის უჯრედების გამოყენებით. გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ საუდის არაბეთის ვარიანტი უფრო ადვილად გადაეცემა ადამიანებს – აფრიკაში შეგროვილი ვარიანტები კი არა.

 

მკვლევრების პროგნოზით, ინფექციის მუტაციის შემთხვევაში შესაძლოა იგი ადამიანზეც გავრცელდეს.

 

ავტორი: Prime Time

X