20:02 | 2020-09-09 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

სარიტუალო დარბაზ „აჭარას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

სარიტუალო დარბაზ „აჭარას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

სარიტუალო დარბაზ „აჭარას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

 

ცნობილი ინფიცირებული პირი სამსახურში ბოლოს 3 სექტემბერს იმყოფებოდა, რა დროსაც სარიტუალო დარბაზში ქორწილი მიმდინარეობდა, რომელსაც 300 ადამიანი ესწრებოდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიოლოგებმა მოკვლევა დაიწყეს.

კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარაში გამოვლინდა
2020-09-09კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარაში გამოვლინდა

„ინფიცირებული პირი კლინიკაშია გადაყვანილი. სარიტუალო დარბაზს მიეცა რეკომენდაცია. სპეციალისტებმა ფაქტზე მოკვლევა დაიწყეს. ჩვენ ვგეგმავთ ყველა თანამშრომლის ტესტირებას პრევენციის მიზნით.“ – აცხადებენ უწყებაში.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +