18:56 | 2020-03-14 ავტორი: ალექსი ქამადაძე

სარფის საბაჟო პუნქტზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

სარფის საბაჟო  პუნქტზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

 

„აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს. აღსანიშნავია, რომ თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ასევე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ვალესა და კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტები“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი სავალდებულოა, შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის: შვეიცარია, დანია, ნორვეგია, ჩინეთი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია და ესპანეთი.

 

ასევე, 14 მარტიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 დღით საზღვრები ჩაიკეტება სომხეთსა და აზერბაიჯანთან. მეზობელ ქვეყნებთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა შეუფერხებლად შეეძლებათ.

 

აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან შეზღუდვები არ წესდება სატვირთო გადაზიდვებზე.

 

14 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 418 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 54 პირი.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X