fbpx
12:59 | 2021-02-23 ავტორი: ზურა დვალაშვილი

“საქმე გვაქვს თავზეხელაღებულ ბოროტ ძალასთან და მასთან კომპრომისები არის შეუძლებელი” – სააკაშვილი ნიკა მელიას დაკავებაზე

“საქმე გვაქვს თავზეხელაღებულ ბოროტ ძალასთან და მასთან კომპრომისები არის შეუძლებელი” – სააკაშვილი ნიკა მელიას დაკავებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას საგანგებო ვიდეომიმართვით ეხმიანება.

 

„ივანიშვილის სპეცრაზმი მივა ყველგან და ყველა ლიდერთან, ვინც იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო გადაარჩინოს სასაოწარკვეთის და უბედურების მძიმე ხვედრისგან.

 

საქმე გვაქვს სრულიად თავზეხელაღებულ ბოროტ ძალასთან და მასთან კომპრომისები არის შეუძლებელი. ჩვენ უნდა აუცილებლად გამარჯვებამდე მივიყვანოთ ჩვენი ბრძოლა და ეს ასეც იქნება, ეს იქნება მძიმე ბრძოლა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

ვიდეო ↓ სააკაშვილი ნიკა მელიას დაკავებაზე

 

 

დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.

 

ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.

 

ოფისთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელიას მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა.

 

მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

 

სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.

 

ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

 

ყველა ინფორმაცია ნიკა მელიას საქმეზე ნახეთ ამ ბმულზე

ავტორი: ზურა დვალაშვილი
X