16:31 | 2020-03-14 ავტორი: ანეტი მიქელაძე

საქართველოს ხელისუფლება კორონავირუსზე პიარს იკეთებს – დიმიტრი მედოევი

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება კორონავირუსს საკუთარი პიარისთვის იყენებს.

 

ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა დაეხმაროს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს, თუ მათ კორონავირუსთან დაკავშირებით დახმარება დასჭირდებათ.

 

„უცნაურია ასეთი განცხადებების მოსმენა. საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანური სახე დაკარგა. ისეთი თემა, როგორც კორონავირუსია, ცდილობს პოლიტიკური პიარი გაიკეთოს და ეს ყველაფერი იმის ნაცვლად, რომ აქტიურად დაეხმაროს თავიანთ მოქალაქეებს“, – განაცხადა მედოევმა.

 

მედოვი ამბობს, რომ საქართველოდან ვირუსის შეღწევის აღმოსაფხვრელად ყველა ზომა არის მიღებული. „საზღვარი კარგად არის დაცული და იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოში დაიწყება პანიკა და ხალხის ტალღა მოაწყდება უფრო დაცულ ქვეყნებს. ჩვენ კატეგორიულად ვერ დავუშვებთ, რომ ამ ტალღამ ჩრდილოეთის მიმართულებით ჩვენი ქვეყნის გავლით დაიწყოს გადაადგილება“, – აღნიშნავს მედოევი.

 

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

დატოვე კომენტარი