
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში, სავარაუდოდ, კორონავირუსით ინფიცირებულების დღიური რაოდენობა გამოვლენილ შემთხვევებზე ორჯერ ან ორ-ნახევარჯერ მეტია. მისივე თქმით, საქართველოში მხოლოდ „ლოქდაუნის“ დაწესება გამოსავალი არ არის.
„სავარაუდოდ, კორონავირუსით ინფიცირებულების დღიური რაოდენობა გამოვლენილ შემთხვევებზე ორჯერ ან ორ-ნახევარჯერ მეტია. მაგრამ ესენი ძირითადად გახლავთ მსუბუქი ან უსიმპტომო პაციენტები. ეს არის შეფასებითი მაჩვენებელი, რომელიც ითვლება ხოლმე.
აქეთკენაც მივდივართ. მარტო „ლოქდაუნი” და შეზღუდვები არ გახლავთ ბრძოლის იარაღი. ვაფართოებთ მაქსიმალურად ტესტირებას. იცით, 10-დან 12 ათასამდე ვართ პისიარზე და დაახლოებით, 3 ათასზე გვაქვს ანტიგენის ტესტი“,- განაცხადა გამყრელიძემ „ტვ პირველთან”.