21:33 | 2020-03-19 ავტორი: Prime Time

საქართველოში სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება

საქართველოში სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება

უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერმა გახარიამ გადაწყვეტილება გაახმოვანა, რომლის თანახმადაც, აფთიაქების, სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, საფოსტო ქსელებისა და საბანკო განყოფილებების გარდა, ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება.

 

„ყველა სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინაგსამართი ქსელისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და ასევე საბანკო განყოფილებებისა იყოს დახურული, რათა ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვისა და მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ. ეს არის ჩვენი მოქალაქებიის ჯანმრთელობისთვის მიღებული ნაბიჯი, რომელიც დროში იქნება შეზღუდული“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

შეგახსენებთ, 19 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი 40 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 4 ბავშვია. 1 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები