fbpx
10:33 | 2020-08-31 ავტორი: Prime Time

საქართველოში საფოსტო გზავნილი ჩამოვიდა და აი, რა აღმოჩნდა მასში – დაკავებულია ორი პირი

საქართველოში საფოსტო გზავნილი ჩამოვიდა და აი, რა აღმოჩნდა მასში – დაკავებულია ორი პირი

თბილისში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ორი ახალგაზრდა დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ფსიქოტროპული ნივთიერებები საქართველოში ფოსტით ჩამოვიდა.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა დაგეგმეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საფოსტო გზავნილით შეძენა და ე.წ „დადების მეთოდით“ გასაღება. დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, საფოსტო გზავნილი ჩამოვიდა საქართველოში. ამანათში მოთავსებული იყო ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი ფხვიერი მასა, რომელიც ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება.

 

წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე ნარკოტიკული საშუალების „დადების“ ორგანიზების მიზნით დაკავებულები ერთმანეთს შეხვდნენ, რა დროსაც ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბრალებულის სახით დააკავეს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-260-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენისა და გასაღების მომზადებას, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენასა და შენახვას გულისხმობს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X