23:21 | 2020-04-01 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

საქართველოში ონლაინგაყიდვა შეწყდა – ინტერნეტით მხოლოდ საკვების შეძენაა შესაძლებელი

მთავრობის 30 მარტის დადგენილებით, უკვე ორი დღეა რაც საქართველოში ონლაინგაყიდვა შეწყდა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილებით მომხმარებლებს ინტერნეტით, საკვების გარდა ვერაფრის შეძენას ვეღარ შეძლებს.

 

ის კომპანიები, რომლებიც წესებს დაარღვევენ და მაინც გააგრძელებენ ონლაინ ვაჭრობას, (იურიდიული პირი) 15 ათასი ლარით დაჯარიმდება. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმდება ან საქმიანობის უფლება ეზღუდება.

 

იხილეთ მთავრობის დადგენილება ონლაინგაყიდვების აკრძალვასთან დაკავშირებით.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები