fbpx
09:57 | 2020-10-28 ავტორი: Prime Time

საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებს ნიდერლანდებში შესვლა აეკრძალათ

საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებს ნიდერლანდებში შესვლა აეკრძალათ

ნიდერლანდების სამეფომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებს ნიდერლანდებში შესვლა აეკრძალათ.

 

ინფორმაციას ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო ვებგვერდზე ავრცელებს.

 

გამონაკლისის სახით, საქართველოდან ნიდერლანდებში შესვლა შეუძლია საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც:

 

ფლობს ევროკავშირის წევრი ქვეყნის, შენგენის ზონის ქვეყნის ან გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობას ან/და ცხოვრობს ამ ქვეყნებში. ნიდერლანდებში შესვლის უფლება აქვთ ასეთი პირების ოჯახის წევრებსაც.

 

ფლობს ნორვეგიის, ისლანდიის, შვეიცარიის, მონაკოს, ანდორას, სან მარინოს ან წმინდა საყდრის (ვატიკანის) მოქალაქეობას ან ბინადრობის ნებართვას. ნიდერლანდებში შესვლის უფლებით შეიძლება ისარგებლონ ასეთი პირის ოჯახის წევრებმაც, რომლებიც მგზავრობენ მასთან ერთად, ან ერთიანდებიან უკვე ნიდერლანდებში მყოფ ასეთ პირთან. აღნიშნული ოჯახის წევრმა უნდა შეამოწმოს, ვრცელდება თუ არა მასზედ სავიზო მოთხოვნები.

 

ფლობს ბინადრობის ბარათს ან ბინადრობის ნებართვას გრძელვადიანი რეზიდენტების შესახებ ევროკავშირის 2003/109/EEC დირექტივის შესაბამისად. ნიდერლანდებში შესვლის უფლებით შეიძლება ისარგებლონ ასეთი პირის ოჯახის წევრებმაც, რომლებიც მგზავრობენ მასთან ერთად, ან ერთიანდებიან უკვე ნიდერლანდებში მყოფ ასეთ პირთან. აღნიშნული ოჯახის წევრმა უნდა შეამოწმოს, ვრცელდება თუ არა მასზედ სავიზო მოთხოვნები.  წაიკითხეთ სრულად

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X