fbpx
14:20 | 2020-05-22 ავტორი: თამთა თორდია

საქართველოში ყოველ მე-7 მოზარდს მარიხუანა გასინჯული აქვს – 11, 13 და 15 წლის მოზარდების პასუხი

საქართველოში ყოველ მე-7 მოზარდს მარიხუანა გასინჯული აქვს – 11, 13 და 15 წლის მოზარდების პასუხი

ჯანმოს ევროპის რეგიონის ბიურომ გამოაქვეყნა კვლევა „მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების შესახებ“, რომელიც 45 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მონაცემებსაც მოიცავს.

 

კვლევის ფარგლებში 11, 13 და 15 წლის 227 441 მოზარდი გამოიკითხა.

 

ერთ-ერთი კითხვა, მოზარდებში მარიხუანის მოხმარებას ეხება. 

ბავშვებში ჩატარებული კვლევის საგანგაშო შედეგები - 15 წლამდე ასაკის მოზარდების 34.6% აზარტულ თამაშებს თამაშობს!
2020-05-21ბავშვებში ჩატარებული კვლევის საგანგაშო შედეგები - 15 წლამდე ასაკის მოზარდების 34.6% აზარტულ თამაშებს თამაშობს!

 

მოუწევიათ თუ არა ერთხელ მაინც მარიხუანა, რაზედაც 15 წლის მოზარდების 13% დადებით პასუხს იძლევა. ეს, შვიდიდან დაახლოებით ერთი მოზარდია.

 

ამავე კითხვაზე დადებითი პასუხი აქვთ საქართველოში გამოკითხული 15 წლის მოზარდი გოგონების 2%-ს და ბიჭების 14%-ს.

 

ხოლო კითხვაზე მოგიწევიათ თუა რა მარიხუანა ბოლო 30 დღის განმავლობაში, 45-ივე ქვეყანაში გამოკითხული 15 წლის მოზარდების 7% პასუხობს რომ – კი.

 

ამავე კითხვაზე დადებითი პასუხი საქართველოში 15 წლის გოგონების 1%-სა და ბიჭების 10%-ს ჰქონდა.

 

მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევის კვლევა ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება, ბოლო კვლევა, რომელიც 19 მაისს გამოქვეყნდა 2018 წლის მონაცემებს მოიცავს.

 

65 წლამდე კაცს ქოთნით კანაფის ნერგი გადაჰქონდა
2020-05-0665 წლამდე კაცს ქოთნით კანაფის ნერგი გადაჰქონდა

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

X