fbpx
11:04 | 2020-10-22 ავტორი: სალომე ნეფარიძე

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ამასთან დაინფიცირდა კიდევ 1595 ადამიანი.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 22 803 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 401, გარდაიცვალა 178 პაციენტი.

 

კარანტინის რეჟიმში 4462 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3071, კოვიდ-სასტუმროში – 1772, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X