fbpx
21:56 | 2020-03-27 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2-ით გაიზარდა და ჯამში 83 პაციენტს შეადგენს.

 

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „პრაიმტაიმს“ განუცხადა, 83-ე ინფიცირებულს მოგზაურობის ისტორია აქვს და საქართველოს მოქალაქე არ არის.

 

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით, უცნობია.

 

რაც შეეხება 82-ე პაციენტს, კორონავირუსი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 73 წლის პაციენტს დაუდგინდა.

 

კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის თქმით, ის საფრანგეთიდან ჩამოვიდა და ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

 

მისივე ინფორმაციით, პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს და მისი მდგომარეობა რთულია. მან თვითდინებით კლინიკას გვიან ღამით მიმართა.

 

რაც შეეხება მისი ოჯახის წევრებს, რომლებიც ასევე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, მათთან ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X