17:06 | 2020-03-30 ავტორი: სალომე ნეფარიძე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს პერმიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

„დღეს საქართველოში საბოლოო მონაცემებით გვაქვს უკვე 100 ინფიცირებული, გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ გვყავს 18 საბედნიეროდ გამოჯანმრთელებული, დინამიკა ინფიცირებულების ზრდის არის შემაშფოთებელი. ამასთან ერთად მინდა რამდენიმე აქცენტი გავაკეთო, დღეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გვაქვს სამი შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ. ამასთან ერთად გაქვს ერთი შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი თანამშრომელი არის ინფიცირებული“, – განაცხადა გიორგი გახარია.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები