12:49 | 2020-03-31 ავტორი: Prime Time

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 110 გახდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 110 გახდა

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე უკვე აისახა.

 

ბოლო ორი პაციენტი ამ წუთებში მარნეულიდან თბილისში გადმოჰყავთ. მათი ანალიზების პასუხები 11 საათისთვის გახდა ცნობილი. ექიმები ინფიცირების წყაროს ჯერჯერობით არ ასახელებენ და არც ის არის ცნობილი, არიან თუ არა ისინი მარნეულის პირველი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები