fbpx
19:40 | 2020-03-28 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 16 პაციენტია გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 16 პაციენტია გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 16 პაციენტია გამოჯანმრთელებული, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს.

 

„მეთექვსმეტე პაციენტს განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა და მას უარყოფითი პასუხი აქვს, თუმცა კლინიკა ჯერჯერობით არ დაუტოვებია. სულ 16 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს. 15 ჩვენს ცენტრში (ინფექციურ საავადმყოფოში), ხოლო ერთი – საჩხერეში“, – ამბობს ეზუგბაია.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 16 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4 534 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276.

 

მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს

 

 

 

დატოვე კომენტარი

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X