10:45 | 2020-09-22 ავტორი: Prime Time

საქართველოში კორონავირუსით დღეს 2 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით დღეს 2 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 22-მდე გაიზრდა.

 

დღეს კოვიდინფიცირებული 2 პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ და ქუთაისის „ბომონდის“ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

67 წლის მამაკაცს ინსულტი ჰქონდა. ის სხვა კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს და რესპუბლიკურში მას შემდეგ გადმოიყვანეს, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

 

რაც შეეხება ქუთაისის კლინიკაში გარდაცვლილ ასაკოვან ქალს, მას რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

 

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X