fbpx
11:00 | 2020-12-03 ავტორი: Prime Time

საქართველოში კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით  45 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 45 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 1387-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი განცხადებით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 147 636-ს შეადგენს.

 

ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 947 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 124 568-მდე.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X