
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა, მათი საერთო რაოდენობა 1267-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 135584-ს შეადგენს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, 24 საათის მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა 3937 პაციენტი, საერთო ჯამში 113986 ადამიანი.