13:58 | 2020-09-24 ავტორი: Prime Time

საქართველოში კორონავირუსით 26-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 26-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 26-ე პაციენტი გარდაიცვალა.

 

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განთავსდა. ამ დროისთვის უცნობია დეტალები, თუ რა ასაკისაა გარდაცვლილი პაციენტი და სად მკურნალობდა.

 

საქართველოში ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული 26 პაციენტია გარდაცვლილი, ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა კი 4399-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1705 პაციენტი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები